მორიგი მუქარა ოკუპანტი ქვეყნიდან - რუსი დეპუტატი ალექსანდრ შერინი აცხადებს, რომ ქართველმა ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფისთვის პასუხი უნდა აგოს.
"არსებობს მუხლი მთავრობის წარმომადგენლის შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც ამ ჟურნალისტის მიმართ უნდა იქნას გამოყენებული,“- აცხადებს ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
ის ასევე ამბობს, რომ "გაბუნიას მხრიდან უღირსი საქციელი უნდა შეწყდეს და თუ ეს ქართული კანონებით ვერ ხერხდება, მაშინ რუსული კანონმდებლობის დახმარებით უნდა განხორციელდეს".