კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ საქართველოს წარმატებაზე ამჯერად ამერიკელი კონგრესმენი ალექს მუნი წერს.
"საქართველო რეგიონში დიაგნოსტიკური ტესტებისა და კვლევის მიმართულებით ლიდერობს,"- ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ალექს მუნი წერს. twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში რესპუბლიკელი კონგრესმენი აღნიშნავს, რომ საქართველოსთან ამერიკის მტკიცე პარტნიორობით ამაყობს.
მუნის განცხადებით, ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო კრიზისის განმავლობაში გამძლეობას ინარჩუნებდა და საფუძვლიან ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას ავითარებდა.