19 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4,9%-ით შემცირდება - საერთაშორისო სავალუტო ფონდი

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4,9%-ით შემცირდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ჯერ კიდევ აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზით, მაჩვენებელი 3% იყო და უკვე ითვლებოდა ყველაზე ძლიერ რეცესიად მე-20 საუკუნის 30-იანი წლების "დიდი დეპრესიის" შემდეგ. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებითვე, 2020-21 წლებში მსოფლიო ეკონომიკა 12 ტრილიონ დოლარზე მეტს დაკარგავს. ამასთან, კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამ პროგნოზს გაურკვევლობის მაღალი დონე განაპირობებს. ფონდის ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკური აქტივობის აღდგენას ხელს შეუწყობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და სამკურნალო პრეპარატების შექმნა.

დღის ამბები