19 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
10 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და ნახევარ მილიონზე მეტი გარდაცვლილი - COVID - 19-ის სტატისტიკა მსოფლიოში

ინფიცირების 10 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და ნახევარ მილიონზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა.

პანდემიის ეპიცენტრი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში COVID - 19-ის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების ხელახლა დაწესებას იწყებს რამდენიმე შტატი.

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა ბრაზილიასა და ინდოეთში. ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კი ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, ბოლო 24 საათში 104 ინფიცირებული გარდაიცვალა რუსეთში, თურქეთში ფატალური შემთხვევების რიცხვი 5 ათასს აჭარბებს, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე COVID - 19-ს სომხეთში 426, აზერბაიჯანში კი 198 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

დღის ამბები