ჩინეთში დაფიქსირებული ახალი ტიპის ვირუსი შესაძლოა მომავალში მორიგი პანდემიის გამომწვევ მიზეზად იქცეს.
ამის შესახებ "ბი-ბი-სი" მეცნიერებზე დაყრდნობით იუწყება. მკვლევარებმა ჩინეთში გრიპის ახალი ტიპის ვირუსი დააფიქსირეს, რომელიც ღორებშია გავრცელებული, თუმცა შესაძლებელია ადამიანიც დაავადდეს.
მეცნიერების თქმით, მთავარ საფრთხეს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ვირუსი ახალია და მოსახლეობის დიდ ნაწილს მის მიმართ იმუნიტეტი არ ექნება.
მისი მუტაციის შემთხვევაში კი, შესაძლოა გრიპის ახალი ტიპის ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე სწრაფად გავრცელდეს.