გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე 10 ტომიანია. "კურიერის" ინფორმაციით, საქმეში ვიდეო და აუდიო ჩანაწერები დევს.
დღეს დაკავებულების ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. მათი თქმით, საქმეში არ არსებობს იმის ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები, რომ დაკავებულ პირებს რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება შეფარდებოდათ.
ვახტანგ ჩიქოვანის და ნიკა ჟვანიას ადვოკატ არჩილ ბერიანიძის განცხადებით, განჩინება მას სულ ცოტა ხნის წინ ჩაბარდა, შესაბამისად, განჩინების მოცულობისგან გამომდინარე საქმის გაცნობას დიდი დრო დასჭირდება.
"საქმეში არ არსებობს ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები, რომ რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება შეფარდებოდათ დაკავებულებს. რაც შეეხება განჩინებას, რამდენიმე წუთის წინ ჩაგვბარდა, ის არის საკმაოდ მოცულობითი და გაცნობასაც დიდი დრო დასჭირდება. ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ განჩინებას. არავის არავისთვის თავისუფლება არ აღუკვეთავს,"- განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.