10 მილიონ ნახევარს აჭარბებს კორონავირუსის მაჩვენებელი მსოფლიოში - ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი შეაჩერა შტატების ნაწილმა. კოლორადოში დაიხურა ბარები და ღამის კლუბები. ნიუ-იორკის გუბერნატორმა კი 16-მდე გაზარდა იმ შტატების სია, საიდანაც ჩასულ მოქალაქეებსაც კარანტინის გავლა მოუწევთ.
შტატების წამყვანი ექიმი ენტონი ფაუჩი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში ინფიცირების ყოველწლიურმა მაჩვენებელმა 100 ათასს მიაღწიოს.
რთული ვითარებაა ლათინო ამერიკის ქვეყნებში. ბრაზილიაში კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო სამსახური 8 მილიონამდე ადამიანმა დაკარგა. ლეტალობის შემთხვევები მატულობს მეზობელ სახელმწიფოებშიც. რუსეთში COVID - 19-ს 9 ათასზე, თურქეთში კი 5 ათასზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა. გასულ დღე ღამეში 10 ინფიცირებული გარდაიცვალა სომხეთში და ფატალური შემთხვევების რიცხვმა 443-ს მიაღწია. ეს მონაცემი აზერბაიჯანში 213-მდეა გაზრდილი.