საქართველოში COVID – 19-ით გამოჯამნმრთელებულთა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და მონაცემი 795 გახდა. ქვეყანაში არსებული covid სტატისტიკის მაჩვენებელი სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
გაზრდილია ინფიცირების რაოდენობაც, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 3 ახალი დადასტურებული შემთხვევით ქვეყანაში სულ 931 შემთხვევა ფიქსირდება.
ამ დრომდე კარანტინის რეჟიმშია 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 229 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.