18 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
ხმაური ბათუმში - აქციას თურქეთში თვითდასაქმებული საქართველოს მოქალაქეები საბაჟო გამშვებ პუნქთან მართავენ

ამ წუთებში ხმაურია ბათუმში - სარფის საბაჟოსთან აქციას თურქეთში თვითდასაქმებული საქართველოს მოქალაქეები მართავენ. ისინი საზღვრის გახსნას მოითხოვენ. მათი განცხადებით, რამდენიმე თვეა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები, რის გამოც მძიმე სოციალური პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ.

თვითდასაქმებულები საზღვრის გახსნასა და მთავრობის წარმომადგენელთან შეხვედრას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, ამ დრომდე ხელისუფლების მიერ დაპირებული დახმარებაც არ მიუღიათ. აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლებისგან საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს ვერ მიიღებენ, დღის ბოლოს გზას გადაკეტავენ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავებიც.

"25 მარტს დავტოვე საზღვარი, გადმოვედი კორონავირუსის შედეგად და ვერ დავრჩი იქეთ. ჩამოვედი და მეგონა, რომ ერთ თვეში დავბრუნდებოდი, მაგრამ ვერ წავედი. ჩაკეტეს საზღვარი 1, 2, 3 თვით და მოვედით ამ დონემდე. როდემდე უნდა ვიყოთ ასე? არანაირი სამსახური არ გვაქვს, მეტი შემოსავალი ჩემს ოჯახს არანაირი არა აქვს," – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

თვითდასაქმებულების უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნები სამართლიანი, რადგანაც მათ არანაირი დახმარება არ მიუღიათ და რამდენიმე თვეა უკვე, რაც შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

"მე მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების და ამათ უკან ბევრი ადამიანის მოთხოვნა სამართლიანია იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ თვეების განმავლობაში ეს ადამიანები დარჩნენ შემოსავლის გარეშე, ე.ი. არსებობის წყარო აღარ აქვთ. ამათგან არც ერთს 300 ლარიანი დახმარება არ აუღიათ, ვერ დარეგისტრირდნენ," - აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

დღის ამბები