19 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
"ვიზეარი" არ ტოვებს ქართულ ავიაბაზარს, ჩვენ საკმაოდ წარმატებულად ვთანამშრომლობთ კომპანიასთან" - თამთა არჩუაძე

"ვიზეარი" საქართველოს არ ტოვებს, თუმცა ახლა, მთავარი კითხვაა, როგორ გააგრძელებს ავიაკომპანია მუშაობას. "ვიზეარის" წარმომადგენლობა საქართველოში ელოდება სათავო ოფისის პოზიციას და ოფიციალურ განცხადებას.

შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორი თამთა არჩუაძე აცხადებს, რომ ვიზეართან წარმატებით თანამშრომლობს და ისინი ავიაბაზარს არ ტოვებენ.

"ვიზეარი არ ტოვებს ქართულ ავიაბაზარს. ჩვენ საკმაოდ წარმატებულად ვთანამშრომლობთ კომპანიასთან. როგორც კი გაიხსნება ფრენები აუცილებლად დაბრუნდება და განახორციელებს ფრენებს. თვითმფრინავები, ამჯერად, არის ცენტრალურ ბაზარზე,"- განაცხადა თამთა არჩუაძემ.

შეგახსენებთ, რომ Wizz Air  მზადაა შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები.

დღის ამბები