"გვასუნთქეთ!" - ამ მოწოდებით ქუთაისში აბიტურიენტები, სტუდენტური ომბუდსმენის წარმომადგენლები და პედაგოგები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.
ახალგაზრდები არსებულ რეგულაციებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ გამოცდებზე პირბადეებით ყოფნა მათ გარკვეულ პრობლემას შეუქმნის, ამიტომ მოითხოვენ, გაუქმდეს რეგულაცია და პირბადის გამოყენება ნებაყოფლობით გახდეს.
აქციის მონაწილეები აპირებენ, ერთობლივი განცხადებით განათლების სამინისტროს მიმართონ, რათა გამოცდების დაწყებამდე შეიცვალოს გადაწყვეტილება.