წყალტუბოში უბედურ შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, 17 წლის გოგო მიტოვებული შენობის ლიფტში შევიდა, რა დროსაც ლიფტი შახტაში ჩავარდა. მოზარდი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.