19 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
სპეცრეისებზე ბილეთის ფასი არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და ის არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ - პრემიერი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ევროპის ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად სპეცრეისების აღდგენას გეგმავს. გიორგი გახარიას ინფორმაციით, ორშაბათისთვის იქნება კონკრეტული გეგმა თუ როდის და რომელი ქალაქიდან განხორციელდება ფრენები. 

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ხაზი გაუსვა, რომ ბილეთის ფასი უნდა იყოს მისაღები, არ უნდა აღემატებოდეს 200 ევროს და რეისები რამდენიმე ავიაკომპანიამ უნდა განახორციელოს. 

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები. ეკონომიკის სამინისტროს დავალება უკვე მიღებული აქვს, რომ სასწრაფოდ, ორშაბათისთვის უნდა არსებობდეს კონკრეტული განრიგი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბილეთის მისაღები ფასებით. ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და ისეთი კატასტროფული ფასები, რომელზეც ჩვენ ყველას გვსმენია. ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ, ეს უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და უნდა იყოს მორგებული, პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებზე, ემიგრანტებზე, რომლებიც სასწრაფოდ გვყავს გამოსაყვანი," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები