თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსის მარეხი ბექაიას განცხადებით, მათ კლინიკაში 4 კოვიდ ინფიცირებულის დადებითი პასუხი მიიღეს.
მარეხ ბექაიას ინფორმაციითვე, ოთხივე ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
"ოთხი იქნა დადებითი პასუხი მიღებული. ოთხივე არის მძღოლი. აქედან 2 არის აზერბაიჯანის მოქალაქე, ერთი ბელორუსის მოქალქე და ერთიც საქართველოს მოქალაქე. ოთხივე პაციენტი გადაყვანილია ინფექციურ კლინიკაში. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის,"- განაცხადა მარეხი ბექაიამ კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით.