19 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
ავიარეისების განრიგი ორშაბათს გახდება ცნობილი, ემიგრანტები ბილეთებს სუბსიდირებულ ფასად შეიძენენ - ნათია თურნავა

ვიდრე ქვეყანაში რეგულარული ფრენები აკრძალულია, მთავრობა ჩარტერული რეისების გაფართოებას იწყებს. ეკონომიკის სამინისტრომ დღეს პრემიერ-მინისტრისგან რეისების განრიგის შემუშავების დავალება მიიღო. ამ ფორმით სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ. რეისებს რამდენიმე ავიაკომპანია შეასრულებს. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ შედარებით იაფად შეიძინონ.

"ჩვენ ორშაბათს უკვე დავასახელებთ ამ ლოკაციებს და ეს იქნება ძალიან ნათელი, ყველასთან შეთანხმებული გრაფიკი. ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ შედარებით იაფად შეიძინონ ეს ბილეთები, რადგან სუბსიდირებული ფასი იქნება და ასევე ზუსტად ეცოდინებათ საიდან და როდის შეძლებენ, რომელი კომპანიით ჩამოსვლას.

ასევე კიდევ ერთი რამ, რაც ჩვენ დაგვევალა და ამ პრინციპს გავყვებით, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი რომელიმე კომპანია. ჩვენ ყოველთვის ვიყავით, მათ შორის ჩვენი სამინისტრო, მომხრე მეტი კონკურენციის საავიაციო დარგში. ეს იქნება რამდენიმე კომპანიის მონაწილეობით შესრულებული პროგრამა.

ყველას ექნება შესაძლებლობა კარანტინის გავლით ისევ და ისევ სახელმწიფოს ხარჯზე," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები