საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალნეოლოგიურ კურორტ ლაშიჭალას ეწვია, რომელიც მდინარე ლაჯანურას ხეობაში მდებარეობს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაშიჭალას საქართველოს ბალნეო-კლიმატურ კურორტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია, სადაც მინერალური წყლების დალევა ახდენს გამოხატულ მანორმალიზებელ ზეგავლენას საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიების მქონდე ავადმყოფობებზე.
პრეზიდენტი ცაგერს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრა.