"ქართული ოცნება" "ევროპულ საქართველოს" პასუხობს. რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ვირუსთან ბრძოლაში ქვეყანა წარმატებით სვლას განაგრძობს და გადაწყვეტილებებიც თანამიმდევრული იქნება.
"ევროპული საქართველო" მთავრობას მოუწოდებს, თურქეთთან საზღვარი გახსნას, რადგან დასავლეთ საქართველოში უმრავი ადამიანი, რომელიც თურქეთში სეზონურად მუშაობს, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ საზღვრები მაშინ გაიხსნება, როდესაც უსაფრთხოების გარანტია ექნება საქართველოს.
"ბევრ ჩვენს მეგობარ ქვეყანაშიც საკმაოდ დამძიმდა მდგომარეობა. ჩვენ ვაგრძელებთ შევინარჩუნოთ ეს ტემპი. საზღვრები გაიხსნება მაშინ, როდესაც გვექნება უსაფრთხოების გარანტიები,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.