მესტიაში, ხაიშის თემ სოფელ იდლიანში ხანძრის ლოკალიზება, ჯერჯერობით, არ მომხდარა. ადგილზე ოცი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, თუმცა რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ქრობის პროცესი გართულებულია.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, ხანძრის კერები რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული დასახლებული ადგილიდან და ამ ეტაპზე, მოსახლეობასთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
კერები, დაახლოებით, 2 ჰექტარ ფართობზეა. ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.