საქართველოში მორიგი ჩარტერული რეისი შესრულდა. თბილისში ამსტერდამიდან 136 მგზავრი ჩამოიყვანეს.
ინფორმაცია კომერციული ჩარტერული რეისების შესახებ, განთავსებულია სამოქალაქო ავიაციის, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროების ვებგვერდებზე.
ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით ხორციელდება.