საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და უკვე 953-ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
განახლებული მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 830-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3 828 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 192.