10 აგვისტო 2020,   09:49
ვრცლად
წყლის პრობლემა თერჯოლაში - ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები სოფელში წყლის და გზის პრობლემას აპროტესტებენ.

მათი თქმით, 3 წლის წინ სოფელში წყალმომარაგების ქსელი მოეწყო, თუმცა გამართულად არ მუშაობს, რის გამოც მოსახლეობას ერთი თვეა რაც წყალი საერთოდ არ მიეწოდება. ადგილობრივების განცხადებით, მათ ზაფხულში წყალის ყიდვა უწევთ, ან კილომეტრებიდან ხელით ეზიდებიან.

მოსახლეობის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც აქცია დაანონსდა, თვითმმართველობის დავალებით მოქალაქეების დაშინება ხდებოდა, რომ ისინი აქციაზე არ გასულიყვნენ.

წყალმომარაგების ქსელში არსებულ პრობლემას ადასტურებს სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი. მისი თქმით, დაზიანდა ქსელი და მიმდინარეობს შეკეთება, თუმცა როდის აღდგება წყალმომარაგება, არ იცის. მაჟორიტარი დეპუტატი მისი მხრიდან აქციის მონაწილეთა დაშინების მცდელობაას გამორიცხავს.

დღის ამბები