ფოთი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, თავად მძღოლი კი მძიმედ დაშავდა. ის ფოთის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ჯგუფები.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 276 მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია