აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობა გრძელდება. ოფიციალური ბაქოს უწყებით, თოვუზის რაიონის სოფლებში სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო იერიში მიიტანა.
მხარეები ცეცხლის გახსნის შესახებ ერთმანეთს ურთიერთბრალდებებს უყენებენ და პროვოკაციაში ადანაშაულებენ.
ოფიციალური ბაქოს განცხადებით, ორი ქვეყნის საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირებისას გარდაიცვალა 4 და დაშავდა 5 აზერბაიჯანელი სამხედრო. ოფიციალური ერევნის ინფორმაციით კი, დაჭრილია 5 სომეხი სამხედრო. ცეცხლის შეწყვეტის დარღვევას გმობს ეუთოს მინსკის ჯგუფი და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.
სომხეთსა და აზერბაიჯანს დაპირისპირების დაუყოვნებლივ შეწყვეტას სთხოვს და ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს გაეროს გენერალური მდივანი. მხარეებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება დაგმო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც.