18 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
ოჯახის მოთხოვნაა ერთადერთი, დაგვიბრუნდეს ზაზა, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს - უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის ცოლი

ზაზა გახელაძის ცოლი მაია ბუთხუზი "ღამის კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაჭრილ და უკანონოდ დაკავებულს ოჯახთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა მის შესახებ დეტალები ოჯახისთვის უცნობია.

ზაზა გახელაძის ოჯახის მოთხოვნაა, რომ უკანონოდ გატაცებული მალე გათავისუფლდეს.

"დარეკილი ჰქონდა, გველაპარაკა, რომ კარგად ვარო, ჩემზე არ იდარდოო, არაფერი არ მჭირსო. მოიკითხა ოჯახი, ბავშვები, მაგის შემდეგ ზარი აღარ განხორციელებულა. არაფერი არ ვიცით. არის ფეხის არეში დაჭრილი, მაგრამ კონკრეტულად სად დეტალები არ ვიცით.

ოჯახს გააგებინა ზაზას მეგობარმა, ვისთან ერთადაც იყო წასული. კობას არაფერი არ ახსოვს. ახსოვს მხოლოდ ერთადერთი გასროლა. ზაზა წავიდა შაბათს, იმიტომ რომ დასვენების დღე ჰქონდა, ერთი საათით გავივლიო და მერე სოფლის საქმეები ჰქონდა. კობასთვის დაუძახია, რამდენჯერმე დაიძახაო, რომ გავიქეციო ზაზასკენო, უკვე რუსების ხმა მესმოდაო და შეშინებული უკან გამოტრიალდა. ახლა როგორც დაადგინა პოლიციამ, სავარაუდოდ, საიდანაც წაიყვანეს, ის არის ჩვენი ხაზი, ისევ ჩვენ გვეკუთვნის ჯერჯერობით. ოჯახის მოთხოვნაა ერთადერთი რომ დაგვიბრუნდეს მალე ზაზა, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს," - განაცხადა მაია ბუთხუზმა.

33 წლის ზაზა გახელაძე, 10 ივლისს ე.წ. გამყოფ ხაზთან სოკოს საკრეფად იმყოფებოდა. ოკუპანტებმა ის ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. მამაკაცი რამდენიმე დღეა, საკუთარ სამშობლოში ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში იმყოფება.

დღის ამბები