მდინარე ჯუმში დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა გარდაცვლილი 15 წლის ბავშვი მდინარე ჯუმისა და ენგურის შესასვლელთან დღეს დილით ნახეს. ინფორმაცია "კურიერს" სოფლის მაჟორიტარმა ზაზა ანდრიაძემ დაუდასტურა.
მოზარდი წყალმა 13 ივლისს საღამოს წაიღო, როცა ის ადიდებულ მდინარეში, როგორც ადგილობრივები ამბობენ, საქონლის გადმოსარეკად ჩავიდა.