19 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
ბარსელონა-თბილისის რეისით სამშობლოში 170 ადამიანი დაბრუნდა

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. რეისით ბარსელონა-თბილისი, ქვეყანაში 170 ადამიანი დაბრუნდა.

მგზავრებმა სამედიცინო შემოწმება აეროპორტშივე გაიარეს, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. ისინი იზოლაციაში 14 დღე, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

დღის ამბები