19 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
რუსეთი გატაცებების, წამებისა და მკვლელობის პრაქტიკის განხორციელებით განაგრძობს ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევას - უკრაინის განცხადება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზაზა გახელაძის დაჭრისა და დაკავების ფაქტს გმობს. უწყების განცხადებით, რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს და რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს.

"რუსეთი დაკავებების, გატაცებების, წამებისა და მკვლელობის პრაქტიკის განხორციელებით სისტემატურად და უპრეცედენტოდ განაგრძობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევას," - ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური კიევი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას და რუსეთის ფედერაციას დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

33 წლის ზაზა გახელაძე, 10 ივლისს ე.წ. გამყოფ ხაზთან სოკოს საკრეფად იმყოფებოდა. ოკუპანტებმა ის ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. მამაკაცი რამდენიმე დღეა, საკუთარ სამშობლოში ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში იმყოფება.

დღის ამბები