26 აპრილი 2024,   06:52
ვრცლად
"რ2-ის" ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ენმ-ს დეპუტატი იყო პარლამენტში, ნიკა გვარამიას დავალებით ყიდდა ტელეკომპანიის სარეკლამო დროს - პაატა სალია

ვალების ხელოვნურად დაგროვება ტელეკომპანიაში ბოლო 4 წლის განმავლობაში - "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი "ღამის კურიერში" ყვება იმ გარემოებებზე, თუ როგორ ხდებოდა 2015 წლიდან ტელეკომპანიის შემოსავლების შემცირება. პაატა სალია აცხადებს, რომ საუბარია დაახლოებით 1 600 000 ლარზე. 

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის"   გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, 2015 წლიდან კომპანიაში ხდება შემოსავლების შემცირება. მისივე განცხადებით, "რუსთავი 2-ში" 2015 წელს იდება გარიგება მას მერე, რაც ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაზე დავას იწყებს.

როგორც პაატა სალია ამბობს, ეს გარიგება "რუსთავი 2-ს" უმცირებს შემოსავალს, ანუ ხდება კონკრეტულ ფიქსირებულ თანხაზე გარიგების გაფორმება, ხოლო მოგება რჩება კომპანიას რჩება.

"არა თუ ქართული მართლმსაჯულება, არა თუ საქართველოს ხელისუფლება, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი გარკვეულ წილად აღმოჩნდა ამ გავლენის ქვეშ, რაც ამ მძლავრ მედიასაშუალებას ჰქონდა მაშინ, ხდებოდა იმ ინფორმაციის იმგვარად მიწოდება, თითქოს ეს იყო მიზანმიმართული, ორკესტრირებული ბრძოლა ხელისუფლების თავისუფლებისთვის. 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც გადასახადების გადახდა არ ხდება და ანალოგიური არგუმენტი ის, რომ ეს თავისუფალი მედია ებრძვის ხელისუფლებას და არის მძიმე ვითარებაში ასევე გამოყენებულ იქნა კერძო კრედიტორებთან, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ კომპანია არის მძიმე ვითარებაში იმიტომ, რომ სახელმწიფო ებრძვის მას.

სინამდვილეში ხდება ის, რომ არ ხდება კომპანიაში შემოსავლების შემოდინება მაქსიმალურად იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან და იმ ჩვენებებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში, როგორც დაზარალებული მხარე, ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“. რამდენიმე ეპიზოდია, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული თანხები, რომელიც უნდა მომართულიყო „რუსთავი 2-ში“, რჩება სხვა კომპანიაში და იქიდან ნაწილდება უკვე სხვაგვარად.

ამაზე მე მქონდა განცხადება გაკეთებული, დაახლოებით 11 თვის წინ, რასაც შემდგომ მოჰყვა უკვე ის მოვლენები თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლება და შემდგომ დატოვება ტელეკომპანიისა.

საუბარი იყო მაშინ იმაზე, რომ „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ადრე პარლამენტში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და ამავდროულად იყო ყოფილი გენერალური დირექტორის მეგობარი. ამავე კომპანიის, ნიკა გვარამიას დავალებით, როგორც თვითონ აცხადებს თავის ჩვენებაში, მივლენილ იქნა კომპანიაში, რომელიც ყიდდა „რუსთავი 2-ის“ სარეკლამო დროს. 30% წილის მფლობელი.

იმ წელს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ დავა, მოხდა იმგვარი გარიგების დადება, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა, რომ  „რუსთავი 2-ის“ მოგება შემცირდა, ანუ „რუსთავი 2“ გავიდა ზარალზე, ანუ ამ კომპანიამ რამდენიმე მილიონის მოგება ნახა.

ეს მოდელი იმას იძლევა, რომ „რუსთავი 2-ში“ 2015 წელს დადებული გარიგება მას მერე, რაც ჩვენ დავიწყეთ დავა, ეს „რუსთავი 2-ს“ უმცირებს შემოსავალს, ანუ ხდება კონკრეტულ ფიქსირებულ თანხაზე გარიგების გაფორმება და მოგება რჩება იმ კომპანიას, რომელიც ყიდის სარეკლამო დროს და შემდგომ იგი დივიდენდის სახით იღებს ამ თანხას უკვე ამ კომპანიისაგან „ინტერმედია პლიუსისგან“, რომლის მიმართაც დაიწყო პროკურატურამ გამოძიება და შემდგომ გამოთხოვილ იქნა უკვე „რუსთავი 2-დან“ დოკუმენტაცია. დაახლოებით საუბარია 1 600 000 ლარზე, რაც მის მიერ იქნა დივიდენდის სახით მიღებული და შემდგომ უკვე ყოფილი გენერალური დირექტორის მითითებით და დავალებით განაწილებული სხვადასხვა პირებზე.

ამ ფაქტებს ვფლობთ ზუსტად ამ ადამიანის ჩვენებიდან, რომელიც მას მიცემული აქვს საქართველოს პროკურატურისათვის. ეს არის მის ჩვენებაში, ეს არ არის ჩვენი მოგონილი, ეს არის ამ ადამიანის ჩვენება, რომელიც ჩვენ, როგორც დაზარალებულმა მხარემ ავიღეთ. რა თქმა უნდა, ამ ჩვენების შედეგად გამოძიება უნდა ჩატარდეს, დადგინდეს კონკრეტული ფაქტები და არის თუ არა ჩადენილი დანაშაული. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, უბრალოდ ჩვენ ვამბობთ, რომ ერთ-ერთი მექანიზმი, თუ როგორ ხდებოდა შემოსავლის შემცირება იმის ხარჯზე, რომ ეს შემოსავალი სხვაგან დარჩენილიყო, არის ეს გარემოება და ეს ფაქტი.

გარდა ამისა, ვახსენე ვალების ხელოვნურად დაგროვება ბოლო 4 წლის განმავლობაში. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ხდებოდა ხარჯების გაზრდა სხვა გზით. ხდებოდა ტოპ-მენეჯმენტის ხელფასების გაზრდა და ა.შ. თუმცა მთავარი პრობლემა რაც არის აქ, არის ორი: ერთი თანხების გარეთ დატოვება და მეორე ვალების დაგროვება კომპანიის მიერ," - განაცხადა პაატა სალიამ.

დღის ამბები