26 აპრილი 2024,   14:00
ვრცლად
რატომ დატოვა ქიბარ ხალვაშმა ქვეყანა 2006 წელს და რაში მოსთხოვა მას კეზერაშვილმა 28 მილიონის გადახდა

თუ ქიბარ ხალვაშმა 2006 წელს დათმო "რუსთავი 2-ის" წილები მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით, რატომ მოუწია მას ქვეყნიდან წასვლა? – ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა  პაატა სალიამ ისაუბრა. 

"ქიბარ ხალვაში რამდენიმე ათეული მილიონის აქტივს ფლობდა მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ შეიძინა.

არ არის ახალი ალბათ ჩვენი მაყურებლისთვის ის გარემოება, რომ ერთი პერიოდი მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქიბარ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც თავის დროზე მისი იურისტი იყო, იურიდიულ მომსახურებას უწევდა ირაკლი ოქრუაშვილის ფირმა, ქიბარ ხალვაშის კომპანიებს. ამ პერიოდიდან ისინი მეგობრობდნენ და უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ის, გარკვეულ თანადგომას უცხადებდა ხელისუფლებაში ახლადმოსულ გუნდს და სურდა ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება.

"რუსთავი 2-თან" ისტორია ცუდად დამთავრდა, თუმცა პირობა ეს იყო მაშინ, როდესაც მას წილები დაათმობინეს, რომ მას მშვიდად ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდა. თუმცა ასე არ მოხდა.

მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილი გადავიდა ოპოზიციაში, ანუ მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირება დაიწყო, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მაქსიმალურად გაეკონტროლებინა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს არ მიეღო ფინანსური დახმარება, რისი ვარაუდიც ჰქონდათ, რომ ქიბარ ხალვაში, როგორც მეგობარი დაეხმარებოდა ირაკლი ოქრუაშვილს და მის პოლიტიკურ კარიერას. არანაირი ნიშნები ამისი არ ყოფილა მაშინ," – აცხადებს პაატა სალია.

რაში თხოვდა იმჟამინდელი ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილი ქიბარ ხალვაშს 27 მილიონს?-  პაატა სალიას თქმით, იმისათვის, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში მქონე კომპანიების ფინანსური რევიზია შეწყვეტილიყო, მას 28 მილიონის, შემდგომ კი, უკვე 10 მილიონი ლარის გადახდას სთხოვდნენ. 

"იმაში, რომ ეს პრობლემები დასრულებულიყო და ქიბარ ხალვაშის კომპანიების მიმართ დაწყებული ე.წ. საგადასახადო ფინანსური რევიზიები შეწყვეტილიყო. ამას აცხადებს ქიბარ ხალვაში და იმის გამო, რომ მან არ გადაიხადა თანხა და შემდგომ უკვე შემცირებულ თანხას, 10 მილიონს ამ საკითხების გადასაწყვეტად ითხოვდნენ უკვე მისგან ახალაიები, როდესაც უარი მიიღეს ქიბარ ხალვაშისგან, ამის შემდგომ ხდება მისი ძმის დაპატიმრება და მოთხოვნა იმისა, რომ ქიბარ ხალვაშმა მოახდინოს ერთ-ერთი კომპანიის გადაფორმება მათ სახელზე.

ეს კომპანია იყო International Building Company, რომელიც სახელმწიფოსთვის ასრულებდა დაკვეთებს, აშენებდა სამხედრო ბაზას, სასჯელაღსრულების დაწესებულებას გლდანში და სახელმწიფოს დაახლოებით 10 მილონ ლარამდე ჰქონდა მისი დავალიანება დაგროვილი. შესაბამისად, ქიბარ ხალვაში იძულებული გახდა, რომ დაეთმო ეს 10 მილიონის აქტივის მქონე კომპანია იმის სანაცვლოდ, რომ მისი მეგობრები და მისი ძმა გათავისულფლებულიყვნენ. არსებობს არა ერთი ჩვენება, რომელიც ადასტურებს ამ გარემოებებს, რაზეც ახლა მე ვლაპარაკობ. საქმე ჯერ კიდევ ძიებაშია, 2012 წლიდან," - აცხადებს პაატა სალია.

დღის ამბები