08 სექტემბერი 2026,   09:05
ვრცლად
საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ რთულია

ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. რუსეთში ბოლო 24 საათში 7 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 124 ადამიანი გარდაიცვალა. უკრაინაში კი ერთ დღეში ინფექცია 847 ადამიანს დაუდასტურდა. სომხეთში ეს მონაცემი 461-ს, აზერბაიჯანში კი 471-ს შეადგენს.  რაც შეეხება თურქეთს. ქვეყენაში კორონავირუსი ათასამდე ადამიანს დაუდგინდა. საგანგაშო განცხადებას აკეთებს ირანის პრეზიდენტი. ჰასან როუჰანის თქმით, კორონავირუსით 25 მილიონი ირანელი დაინფიცირდა და კიდევ 35 მილიონი დაინფიცირების რისკის ქვეშაა.

მზარდია სტატისტიკა ინდოეთში. ბოლო 24 საათში ვირუსი 34 820 ადამიანს დაუდგინდა, იაპონიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ავსტრალიაში კი კორონავირუსის გამო პარლამენტის სესია გადაიდო.

დღის ამბები