08 მაისი 2024,   19:28
ვრცლად
ამ წუთშიც მართვით სუნთქვაზეა, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა - ლევან რატიანი ძაღლისგან დაკბენილი ქალის მდგომარეობაზე

ქალს, რომელიც პიტბულის ჯიშის ძაღლმა დაგლიჯა, რეკონსტრუქციული ოპერაციები ჩაუტარდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

"ამ წუთშიც მართვით სუნთქვაზეა. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ჩატარებულია რეკონსტრუქციული ოპერაციები და ვნახოთ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება," - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე 67 წლის ქალი ძაღლმა დაგლიჯა. მას ნაფლეთოვანი ჭრილობები თავის, კისრის, გულ-მკერდისა და კიდურების არეში აღენიშნებოდა.

დღის ამბები