30 სექტემბერი 2026,   13:25
ვრცლად
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარი ბიზნესსაქმიანობისთვის მოქალაქეებს დროებით თანხის გადაცემის სანაცვლოდ, ყოველთვიური სარგებლის გადახდას და შეთანხმებულ ვადაში ძირითადი თანხის დაბრუნებას ჰპირდებოდნენ, თუმცა არც შეთანხმებული სარგებელი გადაიხადეს და არც ძირითადი თანხები დააბრუნეს. ბრალდებულების ქმედებების შედეგად დაზარალებულებს 275 000 ლარის ზიანი მიადგათ.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ( თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ) და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ," - 

დღის ამბები