საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი სიძის, მინდია გოგოჭურის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა გურიის სამხარეო პოლიციის შენობაში გვიან ღამემდე გაგრძელდა.
მინდია გოგოჭური რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ის სასტუმრო "პარაგრაფში" მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც სასტუმროს ერთ-ერთ სტუმართან დაპირისპირება მოუვიდა.
გამოძიების ინფორმაციით, გოგოჭურს ამ დროს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეკავა, თუმცა გასროლა არ განხორცილებულა. მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა. დაშავდა ერთი ადამიანი.
საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე სასტუმროს თანამშრომლებმა გამოიძახეს. საქმის სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, არ ხმაურდება. გამოძიება ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.