დაკარგული 23 წლის გოგონას პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. თამუნა ბაჩალეიშვილს უკვე მე-4 დღეა ეძებენ.
ის ქვემო ფონიჭალიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და კამერებმა ბოლოს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხაშში დააფიქსირეს.
გოგონას გათიშული აქვს მობილური ტელეფონიც. არ არის ნაპოვნი არც მისი მანქანა.