19 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1049-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 903-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ამ დრომდე 16 პაციენტი გარდაიცვალა. 

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5,534 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 267.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. 

დღის ამბები