ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის პირველწყარო დაუდგენელია.
"2 პაციენტზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს კონტაქტების მოძიებისა და პირველწყაროს დასადგენად," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.