27 აპრილი 2024,   06:49
ვრცლად
ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა. ადვოკატ ესმა ნორაკიას თქმით, შეიცვალა მუხლი და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობის ჩადენას დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით გულისხმობს.

მისი თქმით, დაკავებული არ ეთანხმება ბრალს, არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესი ბრალის წარდგენიდან 24 საათში ჩაინიშნება.

ჯერჯერობით უცნობია, პატიმრობის შემთხვევაში დააყენებენ თუ არა გირაოს შუამდგომლობას. ესმა ნორაკია არც მოტივთან დაკავშირებით გავრცელებულ ვერსიას ეთანხმება და ამბობს, რომ მიზეზი ეჭვიანობა არ ყოფილა.

რაც შეეხება მეუღლის შესაძლო მონაწილეობას ადვოკატი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. დღესვე დაზარალებულად ცნეს გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ.

დღის ამბები