19 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
კომპანიაში, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, ჩხრეკა ჩატარდა - ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა

კომპანიიდან, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, სამართალდამცველებმა კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. შსს-ს წარმომადგენლები კომპანიის ოფისში საგამოძიებო მოქმედებებს მთელი დღის განმავლობაში ატარებდნენ.

გოგონა კომპანია "ზეგის“ თანამშრომელი იყო, საიდანაც წასვლის გადაწყვეტილება გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე მიიღო.

ხელმძღვანელების თქმით, ბაჩალიაშვილი იყო რიგითი პროგრამისტი, კომპანია კი მუშაობდა აუთსორსზე. "ზეგის" დირექტორი მომხდარსა და მათი კომპანიის საქმიანობასთან კავშირს გამორიცხავს.

დღის ამბები