02 მაისი 2024,   07:56
ვრცლად
ძებნის მეექვსე დღე - მესტიაში მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

მესტიაში მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 13 წლის ბიჭის კვალის მიგნება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. პროცესში ჩართულია 50-მდე მაშველი.

მოზარდს სპეციალური ტექნიკით, მათ შორის დრონების საშუალებითაც ეძებენ. პროცესში ჩართული იყო ვერტმფრენიც.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან შაბათს დილით ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

ოჯახს მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ აქვს.

დღის ამბები