19 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წევრები უცხოელ კოლეგებს ადამიანის უფლებების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე გამოცდილებას უზიარებენ

ევროპის საბჭოს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უცხოელ კოლეგებს, ადამიანის უფლებების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე გამოცდილებას უზიარებენ.

ვიდეოკონფერენციისას იმსჯელეს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის და ქალთა გაძლიერებისათვის საქართველოში გატარებულ და მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმებზე. ყურდღება გამახვილდა აღნიშნული საკითხების ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტში ინტეგრირების მნიშვნელობაზეც.

"საქართველო შედის იმ 40-ზე ნაკლებ ქვეყანათა რიცხვში, რომელსაც ეროვნულ დონეზე აქვს ადამიანის უფლებათა სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. შესაბამისად, ევროპის საბჭოსგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ გავუზიაროთ ქართული გამოცდილება სხვა ქვეყნებსაც და მოვუყვეთ ის ნაბიჯები, თუ რა გადადგა ქვეყანამ ამ წლების განმავლობაში, როგორც სამოქმედო გეგმების, ასევე სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილმა.

დღის ამბები