07 მაისი 2024,   07:45
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 630 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 630 ათასს გადააჭარბა. რთული ეპიდსიტუაციაა შეერთებულ შტატებში, სადაც გასულ დღე-ღამეში COVID-19 72 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა.

ინფიცირებულთა შორისაა თეთრი სახლის თანამშრომელი. მონაცემები მატულობს ლათინოამერიკის ქვეყნებში.

ბოლო ორი დღეა, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება არგენტინაში.

უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, სექტემბერში ვირტუალურად ჩატარდება გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრა.

ვირუსით ინფიცირებისა და ლეტალობის რიცხვი მატულობს რუსეთსა და თურქეთშიც. ბოლო 24 საათში კორონავირუსს სომხეთში 16, აზერბაიჯანში კი 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები