07 მაისი 2024,   03:51
ვრცლად
"ფრონტერამ" 2019 წელს რესპუბლიკელებისა და დემოკრატების მხარდასაჭერად 200 000, წელს კი - 40 000 დოლარი გაიღო - OpenSecretsOrg მონაცემებს აქვეყნებს

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია, OpenSecretsOrg ნავთობკომპანია "ფრონტერას" წარმომადგენლების მხრიდან აშშ-ის კონგრესმენთა ფინანსური დახმარების მონაცემებს აქვეყნებს.

ნავთობკომპანია "ფრონტერას", რომელსაც ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საქმე ჰქონდა აღძრული და 3.5 მილიარდი დოლარის მიღებას მოითხოვდა, შეზღუდული აქვს უფლება, როგორც ორგანიზაციას, ფინანსური დახმარება გაუწიოს შეერთებული შტატების რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რის გამოც "რესპუბლიკელებისა" და "დემოკრატების" მხარდაჭერას ინდივიდუალური გადარიცხვებით ახორციელებს.

"ფრონტერამ" 2019 წელს რესპუბლიკელებისა და დემოკრატების მხარდასაჭერად 200 000 დოლარი გაიღო, 2020 წლის მონაცემებით, ეს თანხა 40 000 დოლარია.

დღის ამბები