გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ზაზა ალავერდაშვილია. ის გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო. გამოძიებას გენერალური ინსპექცია და პროკურატურა აწარმოებს. დანაშაული 8 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
პოლიციელის ადვოკატის, ბონდო ბათიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.