19 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
გარდაბნის რაიონში ექიმთან მიმართვიანობამ იმატა - ყარაჯალარში აგრესიული ტესტირება მიმდინარეობს

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები მატულობს. დღეს ვირუსის კიდევ 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 3-ის წყარო დაუდგენელია.

ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დღეს გარდაბნის რაიონში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი დავით ბეგაშვილი "კურიერთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ ყარაჯალარში მესამე დღეა, მოსახლეობის აგრესიული ტესტირება მიმდინარეობს. 

"აგრესიული ტესტირება დაიწყო, ჩაკეტვის შემდეგ მაქსიმალურად მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებში. მიუხედავად იმისა, რომ აქვს ამ ჩაკეტვას თავის უარყოფითი ფაქტები, კარგია ის, რომ ოპერატიულად ხდება დაავადებულების გამოვლინება. 

ჩვენი აზრით, რაოდენობა კიდევ მოიმატებს. მოსახლეობისგან იყო კითხვები, რა არის კორონავირუსი, როგორ ვრცელდება, რა ეფექტი აქვს ტესტირებას და ა.შ

მიმდებარე სოფლებში არის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირებული, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, გამოვლენილია ყველა სახის კონტაქტი და ამ პირების ბიოლოგიური ნიმუშებიც აღებულია. ეს ადამიანები, საკარანტინო ზონებში არიან გადაყვანილი. მოსახლეობა, აქედან გამომდინარე, უფრო შემოვიდა კონტაქტში, ამიტომ ვერ ვხედავ ახლა რაიმის გამკაცრების საჭიროებას,"- განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

დღის ამბები