19 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
"პოლიციას რთულ საქმესთან უწევს გამკლავება" - სვანეთში დაკარგული ბავშვის დედა ამბობს, რომ სამართალდამცველებს ენდობა

სვანეთში 13 წლის ბავშვს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. ილია ფილფანი 18 ივლისს გაუჩინარდა.

დედა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ქვეყანაში დღეს დაბრუნდა. სამძებრო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ბავშვს 80-მდე მაშველი დრონებით და ვერტმფრენებით ეძებს.

"ძალიან რთული მდგომარეობაა და პოლიციას რთულ საქმესთან უწევს გამკლავება. მჯერა, რომ პოლიცია თავის საქმეს გააკეთებს და ამაში ეჭვი არ მეპარება. ადრე მქონდა ეჭვები, თუმცა ამ ეტაპზე ასე აღარ ვფიქრობ, მიმაჩნია, რომ ყველაფერი ნორმალურად მიდის.

მე უკვე თბილისში ვიმყოფები, დავბრუნდი და ვეცნობი საქმის დეტალებს,"-უთხრა "კურიერს" ილია ფილფანის დედამ ქსენია ფილფანმა.

დღის ამბები