იორდანია, თითქმის 5 თვიანი კარანტინის შემდეგ, საქართველოსა და კიდევ 21 ქვეყანასთან ფრენებს აღადგენს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავიამიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება. იორდანიის მიერ განსაზღვრულ ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში საქართველოსთან ერთად ავსტრია, კანადა, ჩინეთი, იტალია და სხვა ქვეყნები მოხვდნენ.
მოგზაურებს იორდანიაში ჩასვლისას არ მოუწევთ კარანტინის გავლა, თუმცა მათ კოვიდ-19-ზე ტესტირება წინასწარ უნდა ჰქონდეთ ჩატარებული. ქვეყნების ჩამონათვალი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ყოველ ორ კვირაში განახლდება.