ლენტეხში სტიქიას ებრძვიან. მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ 6 სოფელი დააზარალა.
სტიქიის მიზეზით, ჩაკეტილია გზები, დაზიანებულია მოსახლეობის სახნავ-სათესი ფართობები და სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ლენტეხის სოფლებში ამ დროისთვისაც ძლიერი წვიმაა. დაზარალებულ სოფლებში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან და მოსახლეობას დახმარებას ჰპირდებიან.