19 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატების ნაწილი 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ამ წუთებში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროკურატურის იმ შუამდგომლობის შესახებ მსჯელობენ, რომლის მიხედვითაც გამოძიებამ თქვა, რომ მეტი დრო სჭირდება იქამდე, ვიდრე საქმეს სასამართლოში განსახილველად წაიღებს.

ვადის გახანგრძლივების სურვილმა დღის წესრიგში დააყენა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების მკაცრი ფორმის გადასინჯვამ.

ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ სრულწლოვან პირებზე. ასეთი სულ 11-ია. დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს საკუთარი გადაწყვეტილების შემსუბუქებას სთხოვენ ადვოკატები, რასაც ბრალდების მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

არგუმენტით, რომ დანაშაულში მხილებული პირების მხრიდან წინასწარ მიცემული ინფორმაცია არ შეესაბამება საქმის მასალებს, გამოძიება ეჭვობს, რომ არის საფრთხე მტკიცებულებების განადგურების.

სასამართლო პროცესი მცხეთაში უკვე დაიწყო, ერთ-ერთი დაკავებულის - არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა მოსამართლე მაია ოშხარელის აცილება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

მისი თქმით, როდესაც პროკურატურამ შუამდგომლობა გადაგზავნა ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სასამართლომ ადვოკატებს ინფორმაცია არ გააცნო.

თუმცა გაგნიძის ადვოკატს სასამართლოზე გასცეს პასუხი და აუხსნეს, რომ საქმის მასალებში დევს ოქმები, სადაც წერია, რომ გადავადებაზე ადვოკატებს ინფორმაცია ნამდვილად აცნობეს.

ნაძალადეველების ადვოკატები მოითხოვენ შუამდგომლობას მათი გათავისუფლების თაობაზე, რაზეც მოსამართლეს 5000-ლარიან გირაოს შესთავაზებენ.

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე კი ამბობს, რომ თუ სასამართლო საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ არ მოექცევა და საკითხს სამართლებრივად შეაფასებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიებას შეუცვლიან. 

პროკურატურა დღეს 11-ვე პირის პატიმრობაში დარჩენას მოითხოვს, რადგან, მათი თქმით, მიმალვის საფრთხე ნამდვილად არსებობს ამ ეტაპზე.

აღმკვეთი ღონისძიების გადასინჯვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში უკვე დაიწყო.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი კი 31 ივლისს გაიმართება.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.

თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. 

დღის ამბები