02 მაისი 2024,   20:39
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მყოფი ზაზა გახელაძის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რის გამოც ის საავადმყოფოდან ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს, რასაც წინ უძღოდა სროლა.

საქართველოს მოქალაქე ე.წ.მა მესაზღვრეებმა ფეხში დაჭრეს.

დღის ამბები