სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა აჭარაში გაიმართა. მიზანი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ მონაწილეთა ინფორმირება, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და რეგიონებში არსებულ სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა.
"გამოწვევები, რაც დგას პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით და ასევე სამოხელეო დანაშაულების მიმართულებით, რაც ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციაა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათგან უნდა მოვისმინოთ მათი საჭიროებები, რეკომენდაციები, მოსაზრებები. ერთია, რას ვხედავთ ჩვენ იმ ადგილებში, სადაც ჩვენ ოფისები გვაქვს. ჩვენ ოფისები გვაქვს მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში და მეორეა, რას ფიქრობენ ადამიანები ჩვენი საქმიანობის შესახებ ყველა რეგიონში," - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ.